ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გაეროს ინდუსტრიულმა ორგანიზაციამ (UNIDO) ჩაატარა ორდღიანი ინტერაქტიური ტრენინგი პროგრამის დოკუმენტაციის მართვის თემაზე, ტრენინგი ჩატარდა როგორც სათანადო წარმოების პრაქტიკის(GMP) ტრენინგ სერიის გაგრძელება.
დოკუმენტაციის მართვის გეგმის შემუშავება მწარმოებელს ეხმარება სწორი ჩანაწერების წარმოებაში, რაც საჭიროა მიკვლევადობის, მონაცემთა მთლიანობის შენარჩუნებასა და ხარისხის კონტროლისთვის.
ტრენინგი ჩატარდა ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერისთვის, რომელიც აერთიანებს როგორც ბაქტერიოფაგებისა და მცენარეული ფარმაცევტული საშუალებების მწარმოებელ კომპანიებს, ასევე მათ დამხმარე ინსტიტუტებს და მიზნად ისახავს დაეხმაროს წევრებს კონკურენტუნარიანობის განვითარებაში, გაყიდვების ზრდასა და ახალ ბაზრებთან წვდომის მოპოვებაში.
ტრენინგები დაიგეგმა გაეროს ერთობლივი ინიციატივის „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ (6 მილიონი აშშ დოლარით) და განახორციელა გაეროს სააგენტოებმა: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).
ტრენინგი განხორციელდა მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით და ფარმაცევტული კომპანიების 26 წევრის ჩართულობით (77% ქალბატონი). პროგრამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბენეფიციარების მხრიდან.
ევროკავშირი და (UNIDO) მომავალშიც გააგრძელებენ ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულები.