გამოგვყევით
25 - 26 ოქტ, 2022
ტრენინგი ცვლილებათა კონტროლის და გადახრების მართვის/CAPA სისტემის შესახებ

თბილისში, 2022 წლის 25-26 ოქტომბერს ჩატარდა ორდღიანი ინტერაქტიული ტრენინგი ცვლილებათა კონტროლის და გადახრების მართვის/CAPA  სისტემის შესახებ.

CAPA სისტემა მიმართულია ხარისხის პრობლემების და დარღვევების გამომწვევი ძირეული ფაქტორების გამოვლენაზე, რაც მწარმოებელს ეხმარება აირჩიოს ყველაზე ეფექტური გზა დარღვევების აღმოსაფხვრელად. 
ხარისხის  გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისთვის საჭიროა მწარმოებლებმა დანერგონ მაკორექტირებელი და პრევენციული ზომებისთვის შესაბამისი მენეჯმენტ სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა თავიდან აცილებულ იქნას გადახრების შედეგად გამოწვეული გავლენის რისკი.

ტრენინგი ჩატარდა ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერისთვის, რომელიც აერთიანებს როგორც ბაქტერიოფაგებისა და მცენარეული ფარმაცევტული საშუალებების მწარმოებელ კომპანიებს, ასევე მათ დამხმარე ინსტიტუტებს და მიზნად ისახავს დაეხმაროს წევრებს კონკურენტუნარიანობის განვითარებაში, გაყიდვების ზრდასა და ახალ ბაზრებთან წვდომის მოპოვებაში.

ტრენინგები დაიგეგმა გაეროს ერთობლივი ინიციატივის „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ (6 მილიონი აშშ დოლარით) და განახორციელა გაეროს სააგენტოებმა:  გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

ტრენინგი განხორციელდა მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით და ფარმაცევტული კომპანიების 26 წევრის ჩართულობით (77% ქალბატონი). პროგრამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბენეფიციარების მხრიდან.
ევროკავშირი და (UNIDO) მომავალშიც გააგრძელებენ ქართული ბიოფარმაცევტული კლასტერის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულები.

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.