ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ “ნეოფარმი”, წარმატებით გაიარა GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) ინსპექცია და მიიღო შესაბამისი სტანდარტის სერტიფიკატი.
GDP არის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტი, რომელიც ეხმარება ფარმაცევტულ კომპანიებს, უზრუნველყონ მედიკამენტების ბაზარზე უსაფრთხო მიწოდება.
კომპანია “ნეოფარმში” დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი, ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების მიწოდებას, სადისტრიბუციო ჯაჭვის ყველა ეტაპზე.
ფარმაცევტული კომპანია “ნეოფარმი” დაარსდა 1997 წელს და უკვე 25 წელი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ნაწილია. წარმოების პორტფოლიო შედგება ინოვაციური, ორიგინალი რეცეპტურით დამზადებული სამკურნალო საშუალებებისაგან, რომელიც უმეტესად დამზადებულია მცენარეულ ნედლეულზე. სპეციალური ტექნოლოგია უზრუნველყოფს მცენარეული ნედლეულიდან აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტის მიღებას ნატურ მდგომარეობაში, რაც განაპირობებს საბოლოო პროდუქტის მაღალეფექტურობასა და ნაკლებ გვერდით ეფექტებს სინთეზურ ნივთიერებებთან შედარებით.
დღესდღეობით კომპანია სერიულად აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტს, მათ შორის ნაყენებს, ექსტრაქტებს, სიროფებს, მცენარეულ ზეთებს, კაფსულებს, ტაბლეტებს მალამოებს, თვალის წვეთებს, მცენარეულ სუბსტანციებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს.