აბუსალათინის ზეთი
აღიზიანებს ნაწლავების რეცეპტორებს და რეფლექტორულად აძლიერებს მის პერისტალტიკას. აბუსალათინის ზეთის ზემოქმედებით წყდება ელექტროლიტებისა და მათთან ერთად წყლის აბსორბცია ნაწლავის კედლებში, ძლიერდება წყლის სეკრეცია და იზრდება ნაწლავების შიგთავსის მოცულობა. ეს აძლიერებს მის მოტორიკას, აჩქარებს ნაწლავების დაცლის პროცესს. საფაღარათო ეფექტი ვლინდება მიღებიდან 2-6 სთ-ის შემდეგ.
აბუსალათინი ზეთი უნიკალურია ცხიმებსა და ზეთებს შორის, რადგან არის 18-ნახშირბადიანი ჰიდროქსილის ჯგუფისა და ერთი ორმაგი ბმის მქონე ცხიმოვანი მჟავების ერთადერთი წყარო. შეიცავს დაახლოებით 87% რიცინოლის მჟავას, ასევე პალმიტინის, ოლეინის, ლინოლის მჟავებს, რომლებიც ძალიან კარგად შეიწოვება კანის ზედაპირიდან და ხელს უწყობენ თმის ძირების კვებას, გაძლიერებას, თმის ზრდას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს