გამოგვყევით
კლასტერის ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
ანზორ ალაშვილი

ანზორ ალაშვილი არის ციფრული მარკეტინგის მაღალკვალიფიციური მენეჯერი, რომელიც მრავალწლიან გამოცდილებას ფლობს ციფრული მარკეტინგის, ქოფირაითინგის და სოციალური მედიის სფეროში. 

უნარები და გამოცდილება

2017-2018 წლებში, ანზორი მუშაობდა როგორც შპს. “iPlus”-ის სოციალური მედიის მენეჯერი, ხოლო 2018 წელს გახდა ამავე კომპანიის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი და მარკეტინგული პროექტების მენეჯერი. 2022 წელს შეუერთდა კომპანია “ბიოქიმფარმს”, სადაც პასუხისმგებელია ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე, კომპანიის პროდუქციის და სერვისების პოპულარიზაციისთვის.

განათლება

ანზორს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი, ასევე ამავე უნივერსიტეტის იტალიური ფილოლოგიის ხარისხი. მაგისტრატურა დაამთავრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოფლის მეურნეობის და ბიოსისტემის ინჟინერიის მიმართულებით.

ასევე მიღებული აქვს რამდენიმე სერტიფიკატი სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგის და SEO ოპტიმიზაციის კურსებზე.

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.