გამოგვყევით
17 - November 2023 25 ოქტ, 2028
საერთაშორისო კონფერენცია: "ბიოფარმა 2023 საქართველო"

საქართველოს ბიოფარმაცევტულმა კლასტერმა, ევროკავშირის და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ხელშეწყობით, „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენცია: "ბიოფარმა 2023 საქართველო" ჩაატარა. კონფერენცია გაიმართა 17 ნოემბერს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, სადაც გაერთიანდნენ ბიოფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიის სფეროში მოღვაწე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო წარმომადგენლები.

კონფერენცია გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შემდეგმა წარმომადგენლებმა:
• რატი ღოლიჯაშვილი, საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერის გამგეობის თავმჯდომარე;
• მინდი ბოჟკოვა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე;
• გიორგი ანდღულაძე, UNIDO-ს პროექტების ეროვნული კოორდინატორი;
• ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარე;
• ლევან გოგიბერიძე, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი.

ღონისძიების მოდერატორი:
• ჯანმრთელობის დაცვის რეგიონალური ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის აკად. დოქტორი., ასოც. პროფესორი.,თამთა ივანაშვილი

მოხსენებით წარსდგნენ:
• ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფ., ალეკო ბაკურიძე
• მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავად. სამედიცინო დირექტორი, მ.მ.დ., პროფ. ივანე ჩხაიძე
• დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, მ.მ.დ, ლილე მალანია
• ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, ნობუკო იჩიკავა
• თსსუ-ის პროფესორი, თამაზ მურთაზაშვილი
• UNIDO GMP ნაციონალური ექსპერტი, ეკატერინე კოპლატაძე
• Makoto Investments-ის პრეზიდენტი, ბრედ შმიდტი

პანელურ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა:
• ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი
• ბიოფარმაცევტული კლასტერის თავმჯდომარე, სს „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი, რატი ღოლიჯაშვილი
• ილიაუნის ასოც. პროფესორი, ფაგის ტექნოლოგიის ექსპერტი, ეკატერინე თევდორაძე
• ელიავა ბიოპრეპარატები, დირექტორი, ვახტანგ ფავლენიშვილი
• გ. ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრი, დირექტორი, დავით სტურუა
• საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ლევან გოგიბერიძე
• კამელინი, თამაზ მურთაზაშვილი
• ნეოფარმი, დირექტორი, ლაშა ბაკურიძე
• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, კობა სივსივაძე
• ოფიცინა, დირექტორი, მარინა რამიშვილი
• აკად. დოქტორი, სს ბიოქიმფარმის ხარისხის ხელმძღვანელი/კვალიფიციური პირი, იმედა რუბაშვილი
• UNIDO-ს საერთაშორისო GMP ექსპერტი, ქალბატონი სიუზან მანი,
• ბიოქიმფარმის ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსი, სამედიცინო უნივერ. ლექტორი, მარიამ მურთაზაშვილი
• ხარისხის ინჟინერიის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნოდარ ლაბაძე
• UNIDO-ს კლასტერის განვითარების აგენტი, ქეთევან ბუაჩიძე

🌟 მადლობა ყველა მომხსენებელს, მოდერატორს, მონაწილესა და სტუმარს! გულწრფელი მადლობა ყველას ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.