გამოგვყევით
კლასტერის მენეჯერი
ქეთევან ბუაჩიძე

ქეთევან ბუაჩიძე არის გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც 15 წელზე მეტია მუშაობს  როგორც პროექტების მენეჯერი, საქართველოს  კერძო და არასამთავრობო სექტორში. 

გამოცდილება

ქეთევანს გამოცდილება აქვს მიღებული დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვაში, უმუშავია ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა: GIZ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, UNIDO. 
მონაწილეობა აქვს მიღებული, ასოციაციების და კლასტერების მართვაში, იყო საქართველოში პირველი ოფიციალური კლასტერის მენეჯერი. 
ქეთევანს აქვს კვალიფიკაცია კვლევებისა და ღირებულებების ჯაჭვის ანალიზში სხვადასხვა სექტორისთვის, მათ შორის ხელნაკეთი და მსუბუქი წარმოების ინდუსტრიისთვის. ის კვალიფიცირებულია შესაძლებლობების ამაღლებისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, დახელოვნებულია ზოგადი, მარკეტინგული და საექსპორტო სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში. კარგად შეუძლია ფართომასშტაბიანი ღონისძიებების და კამპანიების დაგეგმვა განხორციელება. აქვს ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო და გამოცდილების გაცვლის პროექტების წარმართვის გამოცდილება. ქეთევანი დაეხმარა საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს, ახალი საექსპორტო ბაზრების შესწავლასა და ამ ბაზრებზე შესვლაში.
ის თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენას, კარგად შეუძლია დაინტერესებული მხარეების გაერთიანება და მათ შორის გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.

განათლება

ქეთევანმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქვს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ბაკალავრის ხარისხი.  ხოლო მაგისტრის ხარისხი მიიღო მედია მენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
ასევე აქვს რამდენიმე დიპლომი პროფესიონალური სერტიფიცირებული კურსებიდან, რომელთა შორისაა ექსპორტის მენეჯერის,  პასუხისმგებელი და მდგრადი კორპორაციული მმართველობის სერტიფიკატები.

ეს ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის (EU) და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერს და არ ასახავს ევროკავშირისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის შეხედულებებს.